1. პროექტის სახელი: სიმეტრია.ღერძული და ცენტრული სიმეტრიები.
2.პროექტის მთავარი იდეა: სიმეტრიის ცნების გაცნობა,ღერძული და ცენტრული სიმეტრიების გაგება,შესწავლა.სიმეტრიები ყოფა-ცხოვრებაში.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაეცნობიან ღერძულ და ცენტრულ სიმეტრიებს,შეისწავლიან მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგებას რაიმე ღერძის მიმართ,ასევე O წერტილის მიმართ,როგორც სიმეტრიის ცენტრის მიმართ.
4.პროექტის მიზნები:გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.სტატიის მომზადება, მოსწავლეთა საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი/კლასი: მე-8 და მე-9 კლასები.
6.ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა..
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო მასალა, პრეზენტაცია,მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს, ნახაზებს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:საჭირო ლიტერატურა,კომპიუტერი,ინტერნეტი,ფორმატისა და თაბახის ფურცლები,ფანქრები,სახაზავი,კალმები.
9.პროექტის მსვლელობა:გავაცნობ მოსწავლეებს სიმეტრიების უკეთ შესწავლის იდეას.მოსწავლეებს გავყოფ ჯგუფებად, ვახდენთ ფუნქციების განაწილებას და კონკრეტული დავალების მიცემას.
მოსწავლეთა პირველ ჯგუფს დაევალება სტატიის დაწერა მოცემულ თემასთან დაკავშირებით საჭირო ლიტერატურის გამოყენებით.
მეორე ჯგუფს დაევალება ფორმატისა და თაბახის ფურცლებზე ცენტრულ და ღერძულ სიმეტრიული ფიგურების დახაზვა თვალსაჩინოებისთვის.
მესამე ჯგუფს დაევალება კომპიუტერის გამოყენებით ინტერნეტიდან პრეზენტაციის გაკეთება თემაზე სიმეტრია ყოფა ცხოვრებაში.
შესრულებულ სამუშაოს მოსწავლეები წარმოადგენენ
მათთვის მიცემულ ვადაში,მოახდენენ მასალის გაცნობას აუდიტორიისათვის,ხდება სამუშაოს შეჯამება.პროექტის შეფასება:მოსწავლეები შეფასდებიან ინფორმაციის მოძიებისა და ორგანიზების უნარის ფლობა,პრეზენტაციის უნარი,მსჯელობა,ნახაზის შესრულების უნარი,წერითი უნარები.
10.ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მოცემულ თემასთან დაკავშირებით ,გამოუმუშავდებათ ხაზვის,საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის უნარ- ჩვევები (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,პრეზენტაციის მოწყობა)
11. პროექტის ხელმძღვანელი:თამილა მარტყოფლიშვილი.
12 პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamila.martkoflishvili@gmail.com
13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:tamilamartkoflishvili.blogspot.com



Комментариев нет:
Отправить комментарий